მარკო რუბიო: აშშ-ს სურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს... ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან“, ისინი ერთად უნდა იდგნენ.
რუბიომ ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა შეაქო და განაცხადა, „ჩვენ, ამერიკელები... ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით“.
"ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, შესაძლოა, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს ჩვენი სახლი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით... დღეს აქ ვარ, რომ მკაფიოდ განვაცხადო: ამერიკა აყალიბებს გზას კეთილდღეობის ახალი საუკუნისკენ და კიდევ ერთხელ, გვინდა ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებსა და ყველაზე ძველ მეგობრებთან ერთად" - განაცხადა მარკო რუბიომ
რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს - " რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო არასოდეს იქნება"
მისი თქმით, აშშ-მა და ევროპამ შეცდომები ერთად დაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორონ.
„ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის მთლიანობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. შეცდომები ერთად დავუშვით და ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ამ შეცდომებს თვალი გავუსწოროთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. ჩვენ ძალიან გვადარდებს როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი და თუ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ეს ევროპასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილიდან გამომდინარე გამომდინარეობს. ჩვენ დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სულიერი და კულტურული თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა რუბიომ.