ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს

14.02.26 16:04
ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონცერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი მას მოუსმენს და ომის დასრულებას დააჩქარებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს. ეს გარანტიები პასუხობს მთავარ კითხვას, რომ ომი აღარ იქნება. ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი ტრამპი მოგვისმენს. ვიმედოვნებთ, კონგრესი მოგვისმენს.

მხოლოდ იანვარში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6 000-ზე მეტი დრონი გაუშვა. მათი უმეტესობა „შაჰიდის“ ტიპის დრონები იყო, ასევე 150 რუსული რაკეტა და 5 000-ზე მეტი ბომბი. ყოველ თვე ასეა, წარმოიდგინეთ ეს თქვენს ქალაქში. დანგრეული ქუჩები, დანგრეული სახლები, სკოლები. ეს არის ყოველდღიური ცხოვრება უკრაინაში, რა თქმა უნდა, რუსეთის გამო, ოთხი გრძელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრიანის ლიდერმა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დახმარებით უკრაინა საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობს.

„PURL – (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით უკეთესი იარაღის მიღება, რაც რუსეთის თავდასხმისგან მოსახლეობის დაცვის საშუალებას გვაძლევს. Საჰაერო თავდაცვის რაკეტების უმეტესობა PURL-ის მეშვეობით მოგვეწოდება. ეს პროგრამა ევროპის მეშვეობით ფუნქციონირებს.

პუტინს სანქციების გვერდის ავლა მსოფლიო მასშტაბით თანამზრახველების მეშვეობით შეუძლია, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. გარდა ამისა, პუტინს კვლავ აქვს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები – და მათი დიდი ნაწილი აქ, ევროპის ზღვებშია, რუსული ნავთობტანკერები კვლავ თავისუფლად მოძრაობენ ევროპის სანაპიროებზე ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ ზღვაში“, – განაცხადა მან.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ ირანელები რუსეთს „შაჰიდის“ ტიპის დრონებს ყიდიან, რომლებიც  ჩვენს ხალხს კლავენ და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. და მაინც, ეს რეჟიმი ჯერ კიდევ არსებობს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები