ზელენსკი: ირანის რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს
ირანის რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "როცა ირანის მსგავს რეჟიმებს დროს აძლევენ, ისინი უფრო მეტ ადამიანს კლავენ".
ახლა მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ირანელი ხალხის თავისუფლების მხარდასაჭერად ხალხი გამოდის. უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ ირანის რეჟიმთან ინტერესთა კონფლიქტი არასდროს გვქონია, მაგრამ ისინი რუსეთისთვის დრონების მიყიდვას აგრძელებენ.
ეს რეჟიმი კი არსებობას ჯერ კიდევ აგრძელებს. როცა ირანის მსგავს რეჟიმებს დროს აძლევენ, ისინი უფრო მეტ ადამიანს კლავენ. მათი დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს. ეს უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მისმა რეჟიმმა ამდენი ომი წამოიწყო. ეს უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც, საქართველოში ომის, სირიის, 2014 წლისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ“ - აცხადებს ზელენსკი.