როცა რეჟიმებს დრო აქვთ ისინი კლავენ მეტს, ასე მოხდა პუტინის ომის დროს საქართველოშიც - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მოძლიერდეს აგრესორი, როცა ის დაუსჯელი რჩება.
როცა რეჟიმებს დრო აქვთ ისინი კლავენ მეტს, ასე მოხდა პუტინის ომის დროს საქართველოშიც - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რეჟიმებს ამი დროს არ უნდა მიეცეთ.
"რეჟიმებს, ირანულის მსგავსს, არ უნდა მიეცეს დრო. როცა მათ დრო აქვთ, ისინი კლავენ მეტს, ისინი უნდა იყვნენ მყისვე გაჩერებული, ასე უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში…
დღეს ირანის ხალხი მსოფლიოსგან ელოდება იმას, რაც ჩვენ უკრაინაში გვჭირდებოდა 24 თებერვალს, როცა რუსეთის შეჭრა დაიწყო — ერთიანობას, სიმტკიცეს და სისწრაფეს. დიახ, სისწრაფეს — მხარდაჭერაში. ირანის მსგავსი რეჟიმებს დრო არ უნდა მიეცეთ. როცა მათ დრო აქვთ — ისინი მხოლოდ უფრო მეტს კლავენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო აიათოლასთან — ყველა იმ ომისა და მსხვერპლის შემდეგ, რაც მისმა რეჟიმმა გამოიწვია. და ასევე პუტინთან — საქართველოს ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წლის შემდეგ და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.
[..]
სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წელი — დღეს მინდა გაჩვენოთ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ჰკითხეთ საკუთარ თავს — მზად ხართ არა მხოლოდ რუსული აგრესიის გამოწვევებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ყოველდღე, დაუღალავად იბრძოლოთ მსოფლიო მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, როგორც ამას უკრაინა აკეთებს? მსოფლიო ინტერესებზეა აგებული — საჭიროა მუდმივი მუშაობა, რომ ინტერესები დაემთხვეს და სხვებმა დაინახონ, რა შედეგი მოაქვს ამას. როცა ხედავ რა მოდის, შეგიძლია ძალაუფლებაში მყოფები დაარწმუნო, რომ პრევენციულად იმოქმედონ და ბოროტება გააჩერონ მანამ, სანამ ყველაფერი განადგურდება.- განაცხადა ზელენსკიმ.