აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა - რუბიო

16.02.26 10:14
აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა - რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა.

რუბიოს თქმით, აშშ არ დავობს შეფასებაზე და არ აქვს მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დააყენოს იგი.

„ეს შემაშფოთებელი ანგარიშია. ჩვენ ვიცით ბატონი ნავალნის საქმის შესახებ და რა თქმა უნდა... არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ იგი.

ეს მათი ანგარიში იყო და მათ ეს გამოაქვეყნეს", - განაცხადა რუბიომ.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები აცხადებს, რომ რუსეთმა ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოკლა.

მსგავსი სიახლეები