უკრაინის დელეგაცია სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში ჩავიდა

16.02.26 23:47
უკრაინის დელეგაცია სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში ჩავიდა

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია კონსტრუქციულ ჩართულობას და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე არსებით შეხვედრებს ელის. 

რუსტემ უმეროვის ცნობით, დღის წესრიგი უკვე შეთანხმებულია და გუნდი სამუშაოდ მზადაა.

უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა ჟენევაში.

ხვალ, სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ვიწყებთ. დღის წესრიგი შეთანხმებულია და გუნდი მზადაა სამუშაოდ.

ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვის მიზნით, ჩვენ ველით კონსტრუქციულ ჩართულობას და არსებით შეხვედრებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე," - წერს რუსტემ უმეროვი.

ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები