რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს

17.02.26 09:58
რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - როგორც უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით იუწყება, დაშავებულია ორი ადამიანი, ასვე  დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმამ ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო შენობები დააზიანა. ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. მეორეში კი მაღაზია და ავტოგასამართი სადგური დაზიანდა. ვრცელდება ინფორმცია ორი დაშავებულის შესახებ “, - აღნიშნა ლისაკმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის დროს ოდესასა და დნეპროში აფეთქებების ხმები ისმოდა.

მსგავსი სიახლეები