შვეიცარიაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პოლიტიკური ბლოკის მოლაპარაკებები დასრულდა- მედია
შვეიცარიაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პოლიტიკური ბლოკის მოლაპარაკებები დასრულდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციებმა პოლიტიკური ბლოკის მოლაპარაკებები დაასრულეს, ხოლო სამხედრო ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს.
პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები მუშაობას 18 თებერვალს დილით გააგრძელებენ, რომლის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია განცხადებებიც გაკეთდეს.