უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

18.02.26 10:19
უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

17 თებერვალს ჟენევაში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მონაწილეობით. პროცესი ოთხშაბათს გაგრძელდება.

უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, აშშ-ს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ლიდერებს გააცნობენ და შეთანხმების მისაღწევად მუშაობას განაახლებენ.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატების შუამავლობით უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. პრეზიდენტ ტრამპის წარმატებამ ამ ომის ორივე მხარის ერთად შეკრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და ვამაყობთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობების შესაჩერებლად. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად“, - წერს უიტკოფი.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მადლობას უხდის შვეიცარიას შეხვედრების მასპინძლობისთვის.