პოლიციამ ბრიტანეთის ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა
პოლიციამ ბრიტანეთის ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყოფილი პრინცი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს.
გამოძიების ფარგლებში, დღეს (19/2) დავაკავეთ სამოცი წლის კაცი ნორფოლკიდან საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაცდომის ბრალდებით და ვატარებთ ჩხრეკას ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე.
კაცი ამ დროისთვის პოლიციის პატიმრობაში რჩება.
ჩვენ არ დავასახელებთ დაკავებული კაცის ვინაობას, ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად. გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი გამოცემის მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ სასამართლოს უპატივცემულობა," - წერია პოლიციის განცხადებაში.
ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დღეს, 19 თებერვალს, 66 წლის გახდა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო.