ტრამპი: მშვიდობის საბჭოს“ გაეროს შეფასების ფუნქცია ექნება
“მშვიდობის საბჭოს” გაეროს “შეფასების” ფუნქცია ექნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და საბოლოო ჯამში ის თავის პოტენციალს გაამართლებს.
მშვიდობის საბჭოს თითქმის გაეროს შეფასების ფუნქცია ექნება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის შესაბამისად მუშაობს…
უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი [გაეროს] ორგანოები კარგ მდგომარეობაშია. დახმარება სჭირდებათ, ფულის მხრივ სჭირდებათ დახმარება. ფულის მხრივ დავეხმარებით და უზრუნველვყოფთ, რომ გაერო სიცოცხლისუნარიანი იყოს…
გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბევრ ადამიანს არ მოეწონა რაც ვთქვი. მათ თქვეს: “ეს არ უნდა თქვა, ვინაიდან, როგორც იცი, გაერო არ გვადარდებს.” არა, ის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ის თავის პოტენციალს გაამართლებს. ეს დიდი დღე იქნება,” - განაცხადა ტრამპმა.