ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

20.02.26 10:04
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება აგრესორიი ქვეყნისთვის იმ შეზღუდვების გახანგრძლივებას გულისხმობს, რომელიც ვაშინგტონმა 2014, 2018 და 2022წლებში შემოიღო. განცხადება აშშ-ის ფედერალურ რეესტრში უკვე გამოქვეყნებულია. ეს უკანასკნელი ძალაში დღეიდან შედის.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014 წელს იქნა გამოქვეყნებული. მაშინ, პრეზიდენტი ბარაქ ობამას განკარგულება N 13660 რიგი პირების ქონების გაყინვას ითვალისწინებდა. თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

შემდგომში, სასანქციო სია რამდენჯერმე განახლდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს.

მსგავსი სიახლეები