ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება - ისრაელ კაცი

20.02.26 10:12
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება - ისრაელ კაცი

„თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზას უსაფრთხოების ზონაში“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. 

მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებული დარტყმებზე ისაუბრა.

„მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას - და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები