ბელარუსი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომას ვერ დაესწრო - მინისტრს ვიზა არ მისცეს

20.02.26 10:11
ბელარუსი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომას ვერ დაესწრო - მინისტრს ვიზა არ მისცეს

ვაშინგტონში 19 თებერვალს გამართულ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას ბელარუსის დელეგაცია არ დასწრებია. მინსკის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს აშშ-მა ვიზა არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოში ოფიციალურად იყო მიწვეული.

ბელარუსის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო და გადაწყვეტილებას „არათანმიმდევრულ ნაბიჯად“ აფასებენ. რიჟენკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების გამო.

სხდომაში 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის აღდგენის დაფინანსებისა და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ფორმირების შესახებ გადაწყვეტილებები გამოაცხადა. ექსპერტების შეფასებით, ღაზის სრულ აღდგენას მინიმუმ 70 მილიარდი დოლარი სჭირდება.

მსგავსი სიახლეები