სერიალ „გრეის ანატომიის“ მსახიობი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

20.02.26 10:26
სერიალ „გრეის ანატომიის“ მსახიობი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ცეცხლოვანი ექიმი" ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სერიალ "გრეის ანატომიიდან" 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - მსახიობ ერიკ დეინის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან სიცოცხლის ბოლო დღეები მეგობრების, ერთგული მეუღლისა და ორი ქალიშვილის, ბილისა და ჯორჯიის გარემოცვაში გაატარა.

მსახიობს გასულ წელს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) დაუდგინდა. მან სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვე მოტორული ნეირონული დაავადების (MND) ყველაზე გავრცელებული ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა.

  • ერიკ დეინმა „გრეის ანატომიაში“ დოქტორ მარკ სლოუნის როლი ითამაშა, „ეიფორიაში“ კი - კალ ჯეიკობსის როლი.
  • დეინმა ასევე მონაწილეობდა ფილმებში : „მომხიბვლელი“, „უკანასკნელი გემი“, „მარლი და მე“, „ვალენტინობის დღე“ და „ბურლესკი“.