მზად ვართ კომპრომისებისთვის, მაგრამ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის - ზელენსკი
მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ისაუბროს აშშ-თან, მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსეთისგან ულტიმატუმები მიიღონ.
„მზად ვართ ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.
„რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“. მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი ტერორიზმია. “მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.