აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ტარიფები უკანონოდ ცნო

20.02.26 20:55
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ტარიფები უკანონოდ ცნო

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ფართომასშტაბიანი ტარიფების დიდი ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციაც გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, გაუქმდა ტრამპის ეკონომიკური სტრატეგიის კანონი და დაადგინა, რომ საგანგებო მდგომარეობის კანონის გამოყენება გლობალური ვაჭრობის აღსადგენად უკანონო იყო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ტრამპის მიერ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) ფარგლებში თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები. ცნობისთვის, 1970-იანი წლების კანონი აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, "არეგულიროს" იმპორტი, რათა უპასუხოს ეროვნულ საგანგებო სიტუაციებს, რომლებიც "უჩვეულო და არაორდინალურ" საფრთხეს წარმოადგენს.

The Hill-ი წერს, რომ მოსალოდნელია, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყნის მასშტაბით კომპანიების მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა გამოიწვიოს, რათა დაიბრუნონ მილიარდობით ტარიფი, რომელიც უკვე გაუქმებულია. უზენაესი სასამართლო არ განსაზღვრავს პროცესს, თუ როგორ მოხდება მათი დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები