ზელენსკის თქმით, უკრაინამ ოკუპანტებისგან 300 კმ² გაათავისუფლა: "ომს ნამდვილად არ ვაგებთ"
უკრაინამ სამხრეთით კონტრიერიშის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიის 300 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ომს "ნამდვილად არ აგებს".
"ვერ ითქმის, რომ ომს ვაგებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვაგებთ, ნამდვილად. კითხვა იმაში მდგომარეობს, მოვიგებთ თუ არა". - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა სამხრეთით ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, თუმცა კონკრეტული რეგიონი ან კონტრიერიშის დროის მონაკვეთი არ დაუკონკრეტებია.