ოკუპანტებმა სუმის ოლქში სასწრაფო დახმარების ავტომობილს დაარტყეს - არის მსხვერპლი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქში სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაბომბეს. დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. რუსული თავდასხმის მსხვერპლთა შორის ორი ძმაა (რომელთაგან ერთი 17 წლის იყო) და ცოლ-ქმარი. ქალი მედიკოსი იყო.
„მტერმა ზნობ-ნოვგოროდსკის თემის განაპირას უპილოტო საფრენი აპარატიდან საბრძოლო მასალა ჩამოაგდო. ამ აფეთქების შედეგად ორი ძმა დაიჭრა. მედიკოსებმა მათი ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე რუსებმა სასწრაფო დახმარების მანქანას დამრტყმელი დრონით მიზანმიმართულად დაარტყეს“, — ნათქვამია საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
თავდასხმის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩა მხოლოდ სასწრაფოს მძღოლი. მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით იმყოფება.