ჰილი: მსურს ბრიტანული ჯარების გაგზავნა უკრაინაში

22.02.26 10:22
ჰილი: მსურს ბრიტანული ჯარების გაგზავნა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ბრიტანული ძალების უკრაინაში განლაგება. The Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში მან ომის დასრულების ხედვა გააზიარა.

„მსურს, ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განალაგებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობაზე შევთანხმდით. ხოლო უსაფრთხო ევროპას სჭირდება ძლიერი, სუვერენული უკრაინა“, – დაწერა ჰილიმ.

ბრიტანეთის მთავრობა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს „მსურველთა კოალიციაზე“ - მრავალეროვნულ სამშვიდობო ინიციატივაზე. ლონდონმა უკვე გამოყო 250 მილიონ დოლარზე მეტი პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის ტექნიკისა და ანტიდრონული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

მსგავსი სიახლეები