აშშ ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრას ამზადებს - უიტკოფმა ვადები დაასახელა

22.02.26 18:33
აშშ ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრას ამზადებს - უიტკოფმა ვადები დაასახელა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით კარგი ამბები უახლოეს კვირებში იქნება.

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინადადებები, რომლებიც მან და თეთრი სახლის ხელმძღვანელის სიძემ, ჯარედ კუშნერმა განსახილველად წარადგინეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე მიიყვანს.

„შესაძლოა, ეს იყოს სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტის (ტრამპის) მონაწილეობითაც. ვნახოთ. ის შეხვედრას არ დათანხმდება, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ შედეგამდე მიიყვანს საქმეს. მას ამის გაკეთების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. იმედი მაქვს, უახლოეს სამ კვირაში კარგ ამბებს მოისმენთ,“ - განაცხადა უიტკოფმა.

უიტკოფის თქმით, ომი უკრაინაში ტერიტორიული დავების გამო გრძელდება და მხარეები ჯერაც ვერ ახერხებენ კონსენსუსის მიღწევას.

მსგავსი სიახლეები