მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურ მოკლეს - ქვეყანაში არეულობა დაიწყო
მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, მეტსახელად „ელ მენჩო" მოკლეს - ფაქტს არეულობა მოჰყვა. „ელ მენჩოს“ მხარდამჭერებმა რამდენიმე შტატში გზატკეცილები გადაკეტეს და მანქანები დაწვეს.
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, 59 წლის ყოფილი პოლიციელი „ელ მენჩო“ მოკლეს.
გამოძიების ვერსიით ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინისა და ფენტანილის უზარმაზარი რაოდენობა გადაჰქონდა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, ცნობას, რომ ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი მის მხარდამჭერებსა და არმიას შორის მომხდარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და დედაქალაქ მეხიკოში გადაყვანის დროს დაიღუპა.
ცნობილია, რომ დაკავების ოპერაციის დროს ტაპალპაში, ხალისკოს შტატის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, CJNG-ის ოთხი წევრი დაიღუპა და სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.