პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და უკრაინაზე არ გაჩერდება - ზელენსკი

23.02.26 10:30
პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და უკრაინაზე არ გაჩერდება - ზელენსკი

რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა, რათა აიძულონ იგი უკან დაიხიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მე მიმაჩნია, რომ პუტინმა უკვე დაიწყო ომი. კითხვა ისაა, რამხელა ტერიტორიის დაკავებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ იგი. არა იმიტომ, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს სურს მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების სხვა მოდელი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს.
პუტინის შეჩერება დღეს და უკრაინის ოკუპაციის არდაშვება გამარჯვებაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები