NYT: ხამენეი მისი შესაძლო ლიკვიდაციის სცენარისთვის ემზადება
აშშ-სთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოსამზადებელი ზომები მიიღო იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მის ლიკვიდაციას გადაწყვეტს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, იანვარში ხამენეიმ ალი ლარიჯანი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად დანიშნა. წყაროების მიხედვით, ლარიჯანი ზედამხედველობდა აქციების დარბევას, კურირებდა ბირთვულ მოლაპარაკებებს და მართავდა კოორდინაციას მოკავშირეებთან.
NYT წერს, რომ ლარიჯანი ასევე ხელმძღვანელობს ომისთვის მზადებას. გარდა ამისა, ხამენეიმ განსაზღვრა მემკვიდრეობის მრავალსაფეხურიანი სქემა და მაღალჩინოსნებს შესაძლო შემცვლელების დასახელება დაავალა, რათა კრიტიკულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.