EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გაგზავნაც დღეს არ გვინდოდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება," - თქვა მან.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ "ძალიან ნანობს", რომ ევროკავშირი ვერ შეთანხმდა ახალ სანქციებზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-4 წლისთავისთვის.
მისივე განცხადებით, სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით, ევროკავშირი უნგრეთთან და სლოვაკეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
ეს ადვილი არ არის. ეს არასდროს არის ადვილი, მაგრამ მუშაობა გრძელდება.
ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ამ ომის დაწყების სამწუხარო წლისთავია და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკრაინას გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალები, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, მაგრამ ასევე რუსეთზე უფრო მეტ ზეწოლას," - განაცხადა კალასმა.