ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავა
ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ის საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე დააკავეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ყოფილ ელჩს სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ჯეფრი ეპშტეინთან ჰქონდა კავშირი.
72 წლის მანდელსონი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ყველაზე პრესტიჟული თანამდებობიდან სექტემბერში გაათავისუფლეს, როდესაც ეპშტეინთან მისი მეგობრობის შესახებ გახდა ცნობილი.
პოლიციამ, ამ თვის დასაწყისში, მანდელსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ ყოფილ ელჩსა და ეპშტეინს შორის კომუნიკაციის დეტალები გადასცა.
პოლიციამ მანდელსონის სახლები ლონდონსა და დასავლეთ ინგლისში მიმდინარე თვის დასაწყისში გაჩხრიკა.