ზელენსკი: აშშ უნდა დარჩეს უკრაინის მხარეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მიმართასვ თხოვნით, უკრაინის მხარე დაიჭიროს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
„ვაშინგტონი უნდა დარჩნენ დემოკრატიული ქვეყნის მხარეს, პუტინი არის ომი. ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ს მხრიდან საკმარისი ზეწოლა, ზელენსკიმ უპასუხა: „არა. თუ მათ ნამდვილად სურთ პუტინის შეჩერება, ამერიკა საკმარისად ძლიერია.“
მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება:
„მე მინდა ძალიან კონკრეტული პასუხი: რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები, თუ პუტინი ისევ მოვა. სწორედ ამის მოსმენა სურთ უკრაინელებს.“
ზელენსკი ამტკიცებს, რომ ასეთი გარანტიები ჯერ უნდა შეთანხმდეს და აშშ-ის კონგრესმა მოახდინოს მათი რატიფიცირება, რათა ქვეყანას მომავალში მყარი მხარდაჭერის განცდა ჰქონდეს.