ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ

24.02.26 10:14
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ. ლიდერების ვიზოტი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავს უკავშირდება. 

„კიევში ომის დაწყებიდან მეათედ. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მკაცრი ზამთრის განმავლობაში. იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ და ასევე, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

„უსამართლო აგრესიული ომის ოთხი წელი. ურყევი უკრაინული გამბედაობის ოთხი წელი. ურყევი ევროპული მხარდაჭერის ოთხი წელი. ერთი საერთო გადაწყვეტილება: უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, კიევში“, - წერს ანტონიო კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.