„რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს“ - კალასი

24.02.26 10:28
„რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს“ - კალასი

„რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს.

„თუმცა, პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.

მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.