აშშ–ირანის მოლაპარაკებებში პროგრესი აღინიშნება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ ვერ შედგა

27.02.26 10:08
აშშ–ირანის მოლაპარაკებებში პროგრესი აღინიშნება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ ვერ შედგა

აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართული მოლაპარაკებები პროგრესით დასრულდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორივე მხარე გეგმავს კონსულტაციების გაგრძელებას საკუთარ დედაქალაქებში, რის შემდეგაც მოლაპარაკებები განახლდება. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც პროცესში შუამავლობს, განაცხადა, რომ შეხვედრამ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აჩვენა.

ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმებისკენ ნებისმიერი რეალური ნაბიჯი შეამცირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხრიდან ირანის მიმართ სამხედრო სცენარის ალბათობას.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის და ამერიკელი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის  არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ომანის შუამავლობით ჟენევაში გაიმართა.