პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ BBC პაკისტანის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობას სოციალურ ქსელში „ღია ომი“ გამოუცხადა და განაცხადა, რომ დიპლომატიური გზები ამოწურულია.
მანამდე „თალიბანის“ პრესსპიკერმა X-ზე დაწერა, რომ პაკისტანის ძალებს პასუხი გაუცეს, თუმცა განცხადება მოგვიანებით წაშალა.
დაძაბულობას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პაკისტანის ორი სამხედრო ავღანეთის მხარის ოპერაციის შედეგად დაიღუპა.
ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა ოქტომბერში საზღვრის საკითხზე შეტაკებების შემდეგ შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.