ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცობით, ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.
ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრის, მარსელა ფლორესის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 30 დაშავდა.
თვითმფრინავს ბოლივიის ცენტრალური ბანკიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა, მომხდარის შემდეგ კი ბანკნოტები გზატკეცილზე მიმოიფანტა.
ფულის ასაკრეფად შემთხვევის ადგილზე მოსახლეობა გამოვიდა და პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 12 ადამიანი.