Reuters: აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება

28.02.26 12:01
Reuters: აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება

აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.

ამასთან, გამოცემასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია აშშ-სთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ხოლო მისი დაწყების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.

მსგავსი სიახლეები