ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას “ლომის ღრიალი“ ეწოდება

28.02.26 12:54
ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას “ლომის ღრიალი“ ეწოდება

ცოტა ხნის წინ, ისრაელმა და აშშ-მა ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.

„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები