The Times of Israel: ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ

28.02.26 14:48
The Times of Israel: ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ

ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ, სამიზნედ ასევე იქცნენ რეჟიმის სხვა უმაღლესი რანგის და სამხედრო მეთაურები - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, დარტყმების შედეგები ამ ეტაპზე გაურკვეველია.

ამასთან, ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანში განხორციელებული დარტყმები „ძალიან წარმატებული“ იყო.

მანამდე, ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.

 

მსგავსი სიახლეები