არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვა: ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში 1 ადამიანი დაიღუპა

28.02.26 16:05
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვა: ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში 1 ადამიანი დაიღუპა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

„ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ესკალაციაზე პასუხის უფლებას იტოვებს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანმა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები