CNN-ის ცნობით, დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა
CNN-ის ცნობით, დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა - გამოცემამ ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
უცნობია, აფეთქებები ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მათი ჩამოგდების შედეგად.
ამასთან, დუბაის აეროპორტების ვებსაიტის ცნობით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (DXB) და ალ მაკტუმის აეროპორტმა (DWC) მუშაობა შეაჩერეს.
ორივე აეროპორტი დაიხურა შემდგომ შეტყობინებამდე. მგზავრებს ურჩევენ, არ მივიდნენ აეროპორტში და ფრენის დეტალების გასარკვევად ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.