რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
NBC-სთან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ "რამდენადაც იცის, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან".
„თითქმის ყველა ოფიციალური პირი უსაფრთხოდ არის. შესაძლოა, ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა არაღჩიმ.
„ირანის წინააღმდეგ ნეთანიაჰუსა და ტრამპის ომი არაპროვოცირებული და უკანონოა. ტრამპმა „ამერიკა პირველ რიგში“ აქცია „ისრაელი პირველ რიგში“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადეს.