დუბაიში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

28.02.26 20:02
დუბაიში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დუბაიში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა -  ინფორმაციას დუბაის არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დაადასტურა. 

„სასწრაფო დახმარების ჯგუფები დაუყოვნებლივ განლაგდნენ და ტერიტორია დაცულია. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია დუბაის მედია ოფისის განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ხელისუფლება აგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას საზოგადოების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.