გაერომ საგანგებო სხდომა მოიწვია
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებისა და თეირანის საპასუხო იერიშების შემდეგ, გაერომ საგანგებო სხდომა მოიწვია.
საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს საფრანგეთის, ბაჰრეინის, ჩინეთის, რუსეთისა და კოლუმბიის მუდმივმა წარმომადგენლობებმა.
გაეროს ინფორმაციით, სხდომა, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (21:00 GMT) უნდა დაიწყოს, შეეხება „ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“.