ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა - მედია

28.02.26 20:53
ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა - მედია

 

„როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 53 დაღუპულისა და 63 დაშავებულის შესახებ.

მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები