სტარმერი ადასტურებს, რომ ბრიტანული ძალები კოორდინირებულ თავდაცვით ძალისხმევაში მონაწილეობდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ "ბრიტანული ძალები და თვითმფრინავები მონაწილეობდნენ კოორდინირებულ თავდაცვით ძალისხმევაში ქვეყნის ინტერესებისა და მოკავშირეების დასაცავად, მაგრამ არ მონაწილეობდნენ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში".
„ჩვენი ძალები აქტიურები არიან და ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონალური თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი ადრე აკეთებდა, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა სტარმერმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო განცხადებაში.