ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით

28.02.26 21:40
ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით.

ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო.

„ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები