ირანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს
ირანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
"ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“ წერია განცხადებაში.
ირანის სახელმწიფო მედია ამბობს, რომ აიათოლა ალი ხამენეი თეირანში, საკუთარ რეზიდენციაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკვდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში 40-დღიანი საზოგადოებრივი გლოვა გამოცხადდა.
ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, რომელსაც, ოფიციალურად, მემკვიდრე არ ჰყავს.
ირანში აღნიშნავენ, მხოლოდ იმას რომ აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს - მეურვეთა საბჭოს - ერთ-ერთი იურისტი გააკონტროლებენ.
დასავლური მედიის ცნობით, მომავალ ლიდერს მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა, შეარჩევს.