ტრამპი: ხამენეი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

01.03.26 06:03
ტრამპი: ხამენეი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდაცია აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

მისი თქმით, ხამენეიმ ამერიკული "დაზვერვისთვისა და მაღალგანვითარებული სათვალთვალო სისტემებისთვის თავის არიდება ვერ შეძლო". 

"ხამენეი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია. ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიადი ამერიკელისთვის და მსოფლიოს გარშემო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისი სისხლმოწყურებულმა ბანდიტების ბანდამ  მოკლა ან დაასახიჩრა". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის თანახმად, ეს არის ირანელი ხალხის "უდიდესი შანსი", რომ "ქვეყანა დაიბრუნონ".

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანისთვის სიდიადის დაბრუნების პროცესი მალევე უნდა დაიწყოს, თუმცა დაბომბვის კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის იქნება საჭირო.

 

მსგავსი სიახლეები