ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტს მოხვდა - არიან დაშავებულები

01.03.26 09:23
ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტს მოხვდა - არიან დაშავებულები

ირანული კამიკაძე დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის (DXB) შენობას მოხვდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დუბაის აეროპორტი ადასტურებს, რომ ინციდენტის შედეგად, რომელიც სწრაფად იქნა ლოკალიზებული, დუბაის საერთაშორისო აეროპორტის (DXB) ტერმინალმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. დაუყოვნებლივ ჩაერთო საგანგებო-სამაშველო სამსახური, რომელიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მოქმედებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დრონის აეროპორტზე მოხვედრის შედეგად არიან დაშავებულები – ოთხმა თანამშრომელმა მიიღო დაზიანებები. მათ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მსგავსი სიახლეები