ირანი აცხადებს, რომ ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს სამი ოფიციალური პირი გააკონტროლებს
ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლების დროებითი გადანაწილება განხორციელდა. გარდამავალ პერიოდს ერთობლივად უხელმძღვანელებენ ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს - მეურვეთა საბჭოს ერთ-ერთი იურისტი.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ხამენეის, რომელიც ირანს ათწლეულების განმავლობაში მართავდა და ოფიციალურად მემკვიდრე არ დაუნიშნავს. საკითხი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ წრეებში უკვე აქტიური განხილვის საგანია.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევა დაევალება ექსპერტთა ასამბლეას — 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შემდგარ არჩეულ ორგანოს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პროცესი უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად, რათა სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ვაკუუმი არ შეიქმნას.