ირანის პასუხი აშშ-ის იერიშებზე: „ახლა ჯოჯოხეთი დაიწყება“
ირანის რეჟიმი მკაცრი განცხადებებით პასუხობს აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშებს და ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მკვლელობას. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ირანი საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს გამოიყენებს და „აგრესიას უპასუხოდ არ დატოვებს“.
ირანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ხამენეის სიკვდილი ქვეყნის შიგნით ერთიანობას გააძლიერებს და საზოგადოებას „ერთი დროშის გარშემო გააერთიანებს“, მათ შორის მათაც, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდა.
თეირანი აცხადებს, რომ მზად არის „მაქსიმალური ძალა გამოიყენოს“ აშშ-ის წინააღმდეგ.
ახლა ჯოჯოხეთი დაიწყება. ჩვენ უკვე 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ. პატარა გოგონები ამერიკელებმა მოკლეს. ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული. ყველა გმობს მომხდარს, ეს უკანონო ქმედებაა. მიუღებელია ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ლიდერის მოკვლა. ირანი საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს გამოიყენებს. დავესმხევით ამერიკელ ჯარისკაცებს. სულ ცმირე, ასეული ამერიკელი ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს. ამერიკელები შემდეგ ლიდერსაც მოვიკლავენ, ამიტომ ირანმა გადაწყვიტა, მაქსიმალური ძალა გამოიყენოს აგრესიის შესაჩერებლად.
აიათოლას სიკვდილი ერთი დროშის გარშემო გაერთიანებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდება, მათ შორის ისეთი ადამიანებიც კი, ვისაც არ მოსწონდა აიათოლა ალი ხამენეი ან არ მოსწონდათ მთავრობის პოლიტიკა. ვისაც არ სურს პატარა გოგონების მკვლელობები, არავის სურს, რომ მათი ქვეყანა მოლაპარაკებების შუაგულში დაიბომბოს, - განაცხადა ირანის მთავრობის წარმოადგენელმა.