პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მომიტინგეები აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრნენ - პოლიციასთან შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრა. მედიის ცნობით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ედჰის ფონდის სამაშველო სამსახურის პრესსპიკერის, მუჰამედ ამინის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო 20 ადამიანი დაშავდა.
კარაჩის პოლიციის ინფორმაციით, მომიტინგეები დაშლილია და ვითარება ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე იერიშები განახორციელეს და ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებული იქნა.