ყველას, ვინც გაბედავს და წამოჰყოფს თავს ისრაელის წინააღმდეგ, თავს მოვკვეთთ - ისრაელელი მაღალჩინოსანი

01.03.26 15:25
ყველას, ვინც გაბედავს და წამოჰყოფს თავს ისრაელის წინააღმდეგ, თავს მოვკვეთთ - ისრაელელი მაღალჩინოსანი

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი ან ძალა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, „განადგურებული იქნება“. მისი თქმით, ირანში მიმდინარე ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება, ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ჩართული არიან ქვეყნის თავდაცვის ძალები, „მოსადი“, პოლიცია და სამაშველო სამსახურები, ხოლო მოქმედებები დახურულ რეჟიმში, კოორდინირებულად იგეგმება.

ყველა, ვინც გაბედავს და წამოჰყოფს თავს იმისთვის, რომ ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ თავს მოვკვეთთ. ჩვენ გველს თავი მოვკვეთეთ და გავანადგურებთ ყველას, ამას ნახავთ. მათ ყველას მოვლა სურთ, არაბების, ებრაელების, ქრისტიანების, მუსლიმების. ჩვენ ბოომდე მივიყვანთ ამ საქმეს ირანში. ყველ საფრთხეს გავანადგურებთ, რომელიც ემუქრება ისრაელის სახელწიფოს და ამაში ჩვენ შესანიშნავი ხალხი გვეხმარება. ცახალი, მოსადი, პოლიცია, სამაშველო სამსახურები - ყველა გმირია დღეს. ვსხედვართ დახურულ შენობებში, სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებს, ვგეგმავთ ამ ისტორიულ ოპერაციას და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება საქმეს. აქვე, უნდა ვთქვა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლოს პროცესის დრო არ არის. შეუძლებელია ასეთ დროს, დილის 4 საათზე პრემიერი დგებოდეს და საკუთარ ადვოკატს ელაპარაკებოდეს. ახლა სხვა პრიორიტეტებია და საქმე ბოლომდე მისაყვანია, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. 

ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.

ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.

რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

მსგავსი სიახლეები